,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ ქუთაისში
multicat=36 იმერეთის ტურისტული ადგილების მინიატურული პარკი უნდა მოეწყოს. პარკის მოწყობის სავარაუდო ადგილად კი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის სივრცეს მოიაზრებს, რომელიც იმერეთის ტურიზმის ცენტრის წინ მდებარეობს. ლაშა ბერეკაშვილი ფიქრობს, რომ ტურისტული ადგილების მინიატურული პარკი იმერეთით ტურისტების დაინტერესებას გაზრდის.
,,ადგილი ძალან ახლოსაა ტურიზმის ცენტრთან. აქ მისული ტურისტი აიღებს ბროშურას, შემდეგ გადმოინაცვლებს იმერეთის ტურისტული ადგილების პარკში. თავად გაეცნობა ღირსშესანიშნაობას. ჰოლოგრამაც შეიძლება გაკეთდეს. ერთად თავმოყრილი იმერეთის ტურისტული პარკი დააინტერესებდა ტურისტებს, რათა უფრო მეტი გაეგოთ იმერეთზე და ემოგზაურათ იმერეთში. პარკი თუ იქნებოდა განახლებადი კარგია. კერძო სექტორს უნდა შეუწყონ ხელი, რომ მოაწყონ ეს და ვფიქრობ მათთან კომუნიკაციით საკმაოდ კარგი გამოვიდოდა.”- ამბობს ლაშა ბერეკავშილი.
,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელი ფიქრობს იდეას მერიას იდეების კონკურსის ფარგლებში წარუდგენს.