,,ნებისმიერი პროექტის განხილვამდე ან გაკრიტიკებამდე მიზანშეწონილია გაეცნო პროექტის
multicat=36 შინაარსს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას მინიმუმ იმისთვის მაინც, რომ კრიტიკა საფუძვლიანი იყოს, თუ ეს არ ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს.”- განაცხადა DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიგა შუშანიას ბრიფინგის საპასუხოდ.
,, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადება დარგზე ან თანამოქალაქეებზე გულისტკივილით არ გაკეთებულა. გიდების გადამზადების პროგრამა წლის დასაწყისში დაიგეგმა და ტენდერი კორონავირუსის პანდემიადე გამოცხადდა. საკრებულოს დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ააიპის პირდაპირი, სამართლებრივ აქტებში გაწერილი ვალდებულებაა სექტორის ხელშეწყობა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება. ვერავის დავპირდებით, რომ სამსახური საქმიანობას არ გააგრძელებს, პირიქით, მივიჩნევთ, რომ ახლა ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.” – განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.
მისვე თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას ფინანსური სუბსიდიების გაცემასთან დაკავშირებით, რეგიონალურ დონეზე ააიპ-ს არ აქვს უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.