ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის,გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის
(UNFPA) და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით, ქუთაისში “60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს დისტანციურად ახორციელეს. კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ zoom-ის მეშვეობით ივარჯიშონ.
,,კლუბის თავდაპირველი მიზანი იყო და არის 60 + ადამიანებმა იცხოვრონ ჟანსაღად და საინტერესოდ. პანდემიის პირობებშიც შევძელით განგვეგრძელებინა პროექტი და სახლში აქტიურად და ჯანსაღად ითვისებენ თავისუფალ დროს.”- განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
ქუთაისის ვიცე მერის, ნინო თვალთვაძის თქმით, კლუბები ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ხანდაზმული თანაქალაქელების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ჩვენი ქალაქის “60+კლუბი” გამოირჩევა აქტიურობით, ნოვაციებით, ეფექტურობით. პანდემიასთან ბრძოლის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში , კლუბმა მუშაობა ონლაინ რეჟიმში განაახლა და ამ ფორმითაც არაერთ საინტერესო იდეას სთავაზობს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს.” – განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.
60+კლუბში სპორტული ატივობების გარდა დისტანციურ რეჟიმში სხვა ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.