ჭიათურაში დღეს სურსათის ეროვნული
სააგენტოს რეკომენდაციების დაცვით ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა.
ჭიათურის მერის განცხადებით, ჭიათურის აგრარული ბაზარი დღეიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესები.
“შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ასევე დაცულია მოსახლეობის დისტანცირება, რომელსაც სპეცილური სამსახურები გააკონტროლებენ”, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.