ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის კომპანიის შერჩევა ჯერ ისევ არ დასრულებულა.
ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილს, რომელმაც ტენდერში რეაბილიტაციისათვის 595 041 ლარი მიუთითა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღნიშნულია, რომ დისკვალიფიკაცია მას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა.
ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილთან ერთად ტენდერში შ.პ.ს.ლამოდერნა მონაწილეობდა. მან სამუშაოების შესასრულებლად 614 ათასი ლარი დააფიქსირა.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის მერიამ ამჯერად 736 ათას 306 ლარი გამოყო.