ხონში, სოფელ კონტუათში მცხოვრებმა, ახალგაზრდა ფერმერმა, ირაკლი სოხაძემ ქვეყანაში ეკონომიკური

multicat=36 სიტუაციის გასაუმჯობესებლად კამპანია წამოიწყო.

“წელს მე უფრო მეტს მიწას ვამუშავებ, შენ?” – ამ კაპანიით მას სურს მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ. ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ მარტო შემოტანილი პროდუქციის იმედად არ უნდა დავრჩეთ. მეტი დამუშავებული მიწის ნაკვეთი კი მეტ დაპურებულ ადამიანს ნიშნავს.

,,უამრავი გამოხმაურება მქონდა, მოსწონდათ, მწერდნენ, სტიმულს მაძლევდნენ, მაგრამ მიწები ისევ დაუმუშავებელია. საინტერესო რა არის იცით, კოვიდ 19-ით მიყენებული ზიანის შემცირებაზე გამოცხადდა არასაქველმოქმედო საგრანტო პროგრამები, სოფლის მეურნეობა არავის არ გახსენებია, ყოველი შემთხვევისთვის ჯერჯერობით. ბაზარში რომ პროდუქტი არ იქნება, გლეხი რომ უმუშევრად დარჩენილ და სოფელში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ვერ გამოკვებავს, თვითონაც რომ ბაზრის დაკეტვის გამო ცუდ მდგომარეობაშია, ეს ზიანი არ არის? თუმცა რეალური საქმის კეთებაზე რომ მიდგება საქმე, როგორც მთავრობა ისე სამოქალაქო სექტორი, იოლ გზას ირჩევს – ჭკუის სწავლებას. ” – ამბობს ირაკლი სოხაძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მის მიერ ათვისებულმა მიწის ფართმა ერთ ჰექტარს გადააჭარბა.

საქონლის ჭარხალი 2500²მ.
შვრია 4000²მ.
ქერი 4000²მ.

,,პატარა ბოსტანიც გავაკეთეთ: სიმინდი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ლობიო, კვახი, ხახვი, მწვანილების ნაირსახეობაც გავაშენეთ.”- ამბობს ირაკლი.

ახალგაზრდა ფერმერი ოთხი წელია სოფელში ცხოვრობს. ფერმერულ მეურნეობას მისდევს და აქვს ოცნებები, რომელთა ახდენასაც ამავე სოფელში გეგმავს.


ბიჭი, რომელმაც ქალაქს სოფელი ამჯობინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *