სოკარი იმ აბონენტებს, რომლებმაც არაუმეტეს 200 მ3 მოიხმარეს და მარტის თვეში საფასური გადაიხადეს,
თანხას უკან დაუბრუნებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
,,როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.
იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.
სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. “სოკარ ჯორჯია გაზი” ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას.” – წერია კომპანიის განცხადებაში.