თერჯოლის ცენტრის რეაბილიტაცია დაიწყება. ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია
2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, ტენდერისა და შერჩევა-შეფასების დასრულების შემდეგ სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებაა 883 506 ლარი, დაიწყება ოთხ ლოკაციაზე: რუსთაველის ქ №114 მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია; რუსთაველის ქუჩაზე არსებული გმირთა მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობა; რუსთაველის ქ. №109, მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობა.