ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკ მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
170 სპორტსმენი 4 დღის განმავლობაში პირველი ადგილისთვის იბრძოდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ეს სპორტსმენები არიან:
ერემეიშვილი საბა (ქუთაისი), კვინიკაძე საბა (ქუთაისი),შარიქაძე ტარიელი (ზესტაფონი).
სულ ჩემპიონები და პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ჩემპიონატი კრივის ფედერაციის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.
გასულ წელს თბილისში ევროპირველობა მოსწავლეთა შორის გაიმართა. ჩემპიონატმა მაშინ კრივის საერთაშორისო ფედერაციისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭაბუკ მოკრივეთა შორის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ივლისში, თბილისში გაიმართება.