2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში იმერეთში 1042 პროექტი განხორციელდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში ჯამში 4812 პროექტის განსახორციელებლად 40 მილიონი ლარი დაიჯახრა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ თავითან სოფლებში გზების, გარე განათებების, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია მოითხოვა. ასევე შემოიღობა სასაფლაოები, გაკეთდა საინაღვრე არხები, მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდები, სკვერები და სხვა.
სოფლის მხარდსჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებში დაწყებულია. 2020 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 40 მილიონი ლარით დაფინანსდა.