,,2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის.”- ამის შესახებ
multicat=36 სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე მონაწილეობდნენ.
“2020 წელი იმერეთში განსაკუთრებულად არის საინტერესო ბიზნესის განვითარებისთვის და ბიზნესმენებისთვის გამომდინარე იქედან, რომ ძალიან საინტერესო პროექტები მიმდინარეობს და ასევე ძალიან საინტერესო პროექტებია დაანონსებული. შესაბამისად, ჩვენგან მაქსიმალურად იქნება ბიზნესის ხელშეწყობა, რომ მოხდეს მეტი სამუშაო ადგილის გაჩენა”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევების გაცნობა სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ქუთაისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონს მოიცავს. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, მოხდება პრობლემების სიღრმისეულ ანალიზი, შემდგომი რეაგირებისთვის დონორებთან და შესაბამის უწყებებთან ბიზნესის პრობლემების მიტანა და ხელშეწყობა.