ხარაგაულში, საკათედრო ტაძრის მშენებლობის
ფონდის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.
საერთო ჯამში, საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ფარგლებში შემოწირულობის სახით შემოვიდა 21 450 ლარი, 400 დოლარი და 100 ევრო. თანხა მუნიციპალიტეტში საკათედრო ტაძრის მშენებლობას მოხმარდება.
კონცერტის მსვლელობის დროს მიმოიხილეს საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო.