ქვიშხეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.
ის ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურმა ჯგუფმა მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში მცხოვრები ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.