ზუგდიდელი ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
პაციენტის გარდაცვალება მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ის ქუთაისიდან კლინიკა “უნიქალ მედიდან” თბილისში გადაჰყავდათ.
“ქუთაისში კლინიკა “უნიქალ მედიში” ზუგდიდიდან პაციენტი გრიპის ვირუსის სიმპტომებით 20 იანვარს შეიყვანეს. პაციენტი გუშინ ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა,”-აცხადებენ კლინიკაში.
კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ოჯახი გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე