ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
მერიამ მოქალაქე ინგა ბაბუნაშვილს უარი უთხრა საკუთრების მოწმობის გაცემაზე, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და მერიას ბაბუნაშილის სასარგებლოდ ბინის საკუთრების მოწმობის გაცემა დაავალა. მოქალაქის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი ზვიად ცირეკიძე იცავდა.
,,მოქალაქის წარმომადგენელმა 2017 წლის ნოემბერში მოგვმართა და გვითხრა რა პრობლემაც ჰქონდა ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბერს მივმართეთ და 2019 წლის 24 მაისს გამოცხადდა გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი მთლიანად. ბათილად იქნა ცნობილი მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. პროცესი დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მერიამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და ამასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.” – განაცხადა ადვოკატმა ზვიად ცირეკიძემ.