ტყიბულის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულთნ image= დაკავშირებით, 1 იანვარს ტყიბულში მუნიციპალური ტრანსპორტით და სამგზავრო მატარებლით ქუთაისი-ტყიბული მგზავრობა უფასო იქნება.
სატრანსპორტო საშუალებები ქალაქში უქმე დღის გრაფიკით იმოძრავებენ და მგზავრების უფასო გადაადგილებას დილის 08:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე უზრუნველყოფენ. მატარებელი ჩვეული გრაფიკით იმოძრავებს.