“ბებოს გემო”-ქუთაისში “60 + კლუბმა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” პირველი ღონისძიება გამართა.
კულინარიულ კონკურსში ერთმანეთს “60+ კლუბის” სამი წევრი და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ქალბატონებმა ტრადიციული კერძები, ხოლო მოზარდებმა სწრაფი კვების პროდუქტები მოამზადეს.
ღონისძიების მთავარი მიზანს ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის პოპულარიზება, თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს.
“პროექტი მიზნად ისახავს, რომ ქალაქში მცხოვრები 60+ მოსახლეობა შემოუერთდეს ახალგაზრდულ ცენტრს და მიიღონ გადამზადება კომპიუტერული ტექნიკის, ქორეოგრაფიის, არტ-თერაპიის კუთხით. მათთვის შეიქმნას სივრცე, სადაც თავისუფალ დროს გაატარებენ და მათს ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებენ. მათი პროფესიული გამოცდილება და ხედვები შემდეგ თაობას უნდა გადაეცეს. დღევანდელი ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება,”-განაცხადა კლუბის ხელმძღვანელმა, ნატალი პატარიძემ.
ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით მოეწყო.