ქუთაისში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამ დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ,,ვენდისში” უმასპინძლა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დღის აღნიშვნას მერვე წელია უერთდება.