ცაგერში დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება სათანადო სამედიცინო მანიპულაციები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სროლის შედეგად დაიჭრა 60 წლამდე მამაკაცი.