ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით,
multicat=36 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება. მისივე თქმით, განხორციელდება არსებული სადგურის რეაბილიტაცია. აღნიშნულის შესახებ აკაკი საღირაშვილმა პირველ არხთან ისაუბრა.
“ოთხმაგდება ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დაახლოებით ორ მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება აეროპორტის რკინიგზასთან დაკავშირებას, აეროპორტიდან ორი კილომეტრის მოშორებით არსებული სარკინიგზო სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება,”-განაცხადა საღირაშვილმა.
ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ სატრანპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტის დასრულების ვადამ გადაიწია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე