ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის
აღნიშვნის გამო რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
25 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ცენტრალური მოედანზე რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებიდან. ავტომობილები მოძრაობას ლერმონტოვის ქუჩის გავლით შეძლებენ. ცისფერყანწელთა ქუჩა კი მთლიანად გადაიკეტება.
გადაადგილებაზე შეზღუდვები 26 მაისს, 23:00 საათამდე იმოქმედებს.
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. თეთრ ხიდზე უკვე განთავსდა ინსტალაცია. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს პავილიონების მოწყობა.
ღონისძიებები, რომელიც 26 მაისს, 11:00 საათიდან დაიწყება, ძირითადად ცისფერყანწელების ქუჩასა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარედაა დაგეგმილი.