“ოქროს საწმისის ძიებაში”-ასე ქვია საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს, რომელიც ქუთაისში 3 და 4 მაისს გაიმართება. [arve url=”https://www.youtube.com/watch?v=II6J0TwRCCY&fbclid=IwAR3ASY0u4nKOYvhD1RIbyUMX7CyKGFPcKrdyE9Yp3RSYMzC02fXPvTLXpjY” /]

ქუთაისი არის პირველი ქალაქი რეგიონში, რომელიც უმასპინძლებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს , რათა უკეთ მოხდეს ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალისა და მისი ფუნქციური ადგილების გაცნობა. ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს შანსი ეძლევათ დაესწრონ პლენარულ სხდომებს თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, რომელიც ეხება: ტურიზმს, სამედიცინო-რეკრეაციულ ბიზნესს და სხვა. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქუთაისში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები და გაიგონ უფრო მეტი იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის განმავლობაში , მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება უკვე შემდგარ მეწარმეებს.
ფორუმის მნიშვნელობის შესახებ, გადაცემაში “მთელი დღე” მაია სურმავასთან ერთად, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ ისაუბრა.
