საქართველომ საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO),  საქართველო ახალ წევრად დაასახელა და საქართველოდან წარდგენილი კანიდიდატებიდან ვლადიმერ მკერვალიშვილი აირჩია. ახალი წევრების არჩევნები 24 მაისს, სტარსბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად GREVIO-ს წევრები გახდნენ გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.

 

GREVIO 15 სხვადასხვა ქვეყნის 15 წევრისაგან შედგება, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან. GREVIO-ს სამდივნო, სტარსბურგში, ევროსაბჭოში მდებარეობს. GREVIO პასუხისმგებელია მოახდინოს მონიტორინგი რამდენად სრულყოფილად ხდება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) დანერგვა და განხორციელება. სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება 2017 წელს მოახდინა.

GREVIO-ში კანდიდატთა წარდგენა შიდა კონკურსის საფუძველზე მოხდა, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ. საქართველოდან ევროსაბჭოში სულ 3 კანდიდატი იყო წარდგენილი.

ლადო მკერვალიშვილს მიღებული აქვს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე ფლობს სახელმწიფო  ინგლისური ენის მაგისტრის ხარისხს დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტიდან; სწავლობდა კაიროს (ეგვიპტე) უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; იყო ვენეციის (იტალია) კაფოსკარის უნივერსიტეტის მკვლევარი; მიწვეული მეცნიერი ოქსფორდისა და კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში.  ლადო მკერვალიშვილი 1999-2005 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედია საშუალებებში როგორც კორესპონდენტი. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული გენდერის, კომუნიკაციის  და ადამიანის უფლებების  დაცვის საკითხებზე მუშაობაში; ამ მიმართულებით თანამშრომლობდა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 2012 წლიდან მუშაობს საარჩევნო სისტემების საარჩევნო ფონდში (IFES) გენდერისა და ინფორმირების პროექტის მენეჯერად. არის თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *