ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო დაფა მოგლეჯილია, ასევე, დაზიანებულია ველოსიპედების გამოსაყენებლად საჭირო რკინის კონსტრუქციისაგან შექმნილი ინსტრუქციები.
“ტერიტორია სამი დღის განმავლობაში კონტროლის ქვეშ გვქონდა, რაშიც ბაღის ადმინისტრაცია გვეხმარებოდა. დღეს დილით კი დაცვის თანამშრომელს ადგილი დარბეული დახვდა. ფაქტი ძალიან ცუდია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს არ გააკეთებს,”-განაცხადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” წარმომადგენელმა გვანცა თოთაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამართალდამცავებს უკვე მიმართეს. მათი ინფორმაციით, საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყება და პირს, რომელმაც ველოსიპედები დააზიანა, ზარალის ანაზღაურება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში განათავსა და პარკში განთავსებული ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად “Сharging Eco Space” ეწოდა. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია, და მეორე მხრივ, დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.