ღონისძიება 30 ივნისს, ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. მარიამ როინიშვილი სცენაზე ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული ვოკალური, საბალეტო, ქართულისა და ლათინო- ამერიკული ცეკვის სტუდიების მოსწავლეებთან ერთად გამოვა.
“ახალგაზრდული ცენტრისთვის უკვე ტრადიციაა, ჩვენს ქალაქში ცნობილი მომღერალი მოიწვიოს და მასთან ერთად კონცერტი გამართოს. გვიხარია, რომ მარიამ როინიშვილი ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა,”-განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.