საქართველოს საპატრიარქოს “ჩოხოსანთა” საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციას
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც საზოგადოების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან როხვაძე აცხადებს, “ჩოხოსნების” შემადგენლობაში საკრებულოდან 4, მერიიდან 8, ხოლო გუბერნიიდან 3 წარმომადგენელს ვიხილავთ. მათ შორისაა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი. ლევან როხვაძის თქმით, ისინი “ჩოხოსანთა” საოზოგადოების წევრები ორი თვის წინ გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეც შეუერთდა.