ქუთაისში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არასაკმარისია.
განცხადება “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა ლელა გვიშიანმა გააკეთა.
გვიშიანის განმარტებით, სოციალური მუშაკები არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სახელმწიფოსთან აკავშირებს.
“გავაკეთეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალური მუშაკების რაოდენობა არასაკმარისია. ქუთაისი არის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც სოციალური მუშაკების რაოდენობა აბსოლიტურად შეუსაბამოა მოსახლეობასთან. შეუძლებელია, ორი მუშაკი რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებს ჭრიდეს,”-განაცხადა გვიშიანმა.
გვიშიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე არასაკმარისი ადამიანური რესურსის პრობლემა დგას. ცენტრის იურისტი აცხადებს, რომ სახელმწიფომ სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდის შესახებ მათი რეკომენდაცია ნაწილობრივ გაიზიარა, თუმცა, მისივე განმარტებით, ზრდა მინიმალურია.