ქუთაისში არასამთავრობო სექტორის ყოველთვიური
შეხვედრა გაიმართა. მათ განვლილი თვის მუშაობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აპრილის თვის მნიშვნელოვან მოვლენად არჩევნები დასახელდა.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა ვანსა და ხონში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევა. ესაა საარჩევნო გადასატან ყუთებში სიები იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი. ეს არა თუ საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, არამედ, შესაძლოა, სისხლის სამართლის სამართლის დანაშაული შეიძლება გამოიკვეთოს. შესაძლოა მივმართოთ პროკურატურასაც. დაზუსტებით წინასწარ თქმა არ შეიძლება. ჩვენ გამოვითხოვეთ დამატებით ინფორმაციები ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქებიდან. განვიხილავთ და შემდეგ საჭიროებისამებრ ვიმოქმედებთ”,- განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ ზაალ გორგიძემ.
ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს ჩატარდა. სადაც წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა.