ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტმა კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაამატა.
ავიაკომპანია “ვიზეარი” რუმინეთის დედაქალაქიდან, ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს 3 ივლისს შეასრულებს.
ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად 2012 წელს განახლდა და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.