აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ბულგარეთის ელჩი სტუმრობდა. ბულგარეთი 2018 წლის 1 იანვრიდან არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ სტუდენტებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს მისი ქვეყნისთვის იმას, რომ იყოს ევროკავშირის ქვეყნის თავმჯდომარე.
“ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია კავშირი ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. ასეთი დონის შეხვედრები საელჩოებზეა დამოკიდებული. ვცდილობთ მსგავსი შეხვედრები ხშირად გავმართოთ”,- განაცხადა უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა ბადრი გეგეჭკორმა.
ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.