ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინ
ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პროგრამა კორპუსის დაფინანსებაში მოსახლეობის წილი ნულოვანი ხდება.
მერის ინიციატივის მიხედვით, კი პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში გაწერილ ყველა სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად დააფინანსებს. მოსახლეობას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება.
პროგრამის ფარგლებში, აქამდე მოსახლეობა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის 10%-ს იხდიდა.