“ეს ემ კა” რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო
სამუშაოებს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ნინოშვილის ქუჩიდან დუმბაძის ქუჩამდე, ასევე გრიშაშვილის ქუჩის ნაწილზე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დღე გაგრძელდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია ,,ეს ემ კა” იღებს ვალდებულებას დუმბაძის და გრიშაშვილის ქუჩაზეც მალევე აღადგინოს დაზიანებული გზის საფარი.
“აღნიშნული სამუშაოები ემსახურება იმას, რომ ქალაქი მიმდინარე წელს სრულად გადავიდეს 24 საათიან წყალმომარაგებაზე და ქუთაისში ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. ქუთაისის მერის განცხადებით, ის მაქსიმალურად გააკონტროლებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას, იმისთვის რომ მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას. ქუთაისის მერია ბოდიშს უხდის ქუთაისელებს წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის,”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.