საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 54-ე კმ. მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფ. საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.