ქუთაისის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად
მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი – ძალოსანი შოთა მიშველიძე დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონიალზე მიშველიძეს გიორგი იობაშვილმა საუკეთსო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.
ქუთაისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე დასახელდა.
საუკეთესო პარასპორტსმენისთვის დაწესებული პრიზი მკლავჭიდელ ზურაბ ბუცხრიკიძეს გადაეცა.