ქუთაისში, ყოფილი “აისის” შენობაში მცხოვრები,
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ქვის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენი ქვა სანიაღვრე სისტემას კეტავს, რაც წყლის დაგროვებას იწვევს. პრობლემას გადამუშავებული ქვის მტვერიც ქმნის. პრობლემის მოსაგვარებლად კი სპეციალური დანადგარის დამონტაჟებაა შესაძლებელი.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნიკეას მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ბოჭორიშვილი ყოფილი “აისის” შენობაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
“მე დღეს შევხვდი მოსახლეობას და მოვისმინე ის პრობლემები, რომლებიც მათ რამენიმე წელია აწუხებთ. ქალაქის მერთან ერთად დეტალურად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და შევეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში მოვაგვაროთ” – აღნიშნა კახაბერ ბოჭორიშვილმა.