“ტორპედოს” სპორტული ბაზა უშანგი სალდაძის
სახელობის გახდება. ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, მათ შორის სპორტული ბაზისთვის სახელის მინიჭება.
ადმინისტრაციული შენობის ფასადზე “ტორპედოს” ყოფილი მწვრთნელის მემორიალური დაფა განთავსდება.
უშანგი სალდაძე 1938 წელს ქუთაისის “დინამოს” მცველი გახდა. 1945 წელს, როცა თბილისის “დინამოში” რუმინეთში გაემგზავრა, ის მათ რიგებში იყო. ქართველი ფეხბურთელების მაღალი ოსტატობით აღფრთოვანებულმა მასპინძლებმა, ბორის პაიჭაძე ფეხბურთის “კარუზოდ” მონათლეს და ევროპული კლასის ცენტრფორვარდად აღიარეს. ადგილობრივმა პრესამ მაღალი შეფასება მისცა გაიოზ ჯეჯელავას, უშანგი სალდაძეს, ვიქტორ პანიუკოვის, ვიქტორ ბერეჟენინის და სხვათა მაღალ თამაშს.
1954 წელს ქუთაისის “დინამოს” მწვრთნელად დაინიშნა.
1954 წლის საფეხბურთო სეზონის შუა პერიოდში მან მაშნდელი საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში სუსტად მოასპარეზე “ტორბედო” ჩააიბარა.1960 წელს პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში “ტორბედოელებმა” მაშინდელ საკავშირო პირველობაზე გაიმარჯვეს და ფეხბურთელებს სპორტის ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭათ .