წყალტუბოს გამგეობის შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დასამონტაჟებლად 22 ათას 844 ლარია გამოყოფილი.
სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟისათვის შესაბამისი ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. სატენდერო წინადადებების მიღება 15 თებერვლიდან იწყება და 17 თებერვალს მთავრდება.