სოციალური სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში 2017 წლის იანვრის თვის
მონაცემებით რეგისტრირებულია 31 ათას 365 სოციალურად დაუცველი ადამიანი, რაც 10 ათას 953 ოჯახს შეადგენს. აქედან კი დახმარებას ზოგი იღებს და ზოგი არა. რეგისტრირებულებიდან დახმარების მიმღებია 9 ათას 418 ადამიანი, რაც 3 ათას 345 ოჯახს შეადგენს. სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, დახმარებას თანხის სახით რეგისტრირებულთა 30 პროცენტი ღებულობს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა სერვისებით სარგებლობენ სარეიტინგო ქულების შესაბამისად. “70 ათასამდე ქულაზე ჯანდაცვის სრული პაკეტით სარგებლობენ, გარდა ამისა სხვადასხვა სტრუქტურებში არის შეღავათები გარკვეულ მომსახურეობებზე. გარდა ამისა, 70 ათასამდე ქულის მქონე ოჯახებს ერიცხებათ სუბსიდიის სახით ელექტროენერგიის გადასახადზე სუბსიდია და მერიიდან ერიცხებათ ვაუჩერი ელექტროენერგიისთვის. სარეიტინგო ქულაზე არის სხვა მომსახურეობებიც დამოკიდებული. ჩვენი სამსახური გარდა იმისა, რომ მუშაობს სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოსაც წარმოადგენს. ბევრი სერვისები რომლებსაც ვემსახურებით გათვალისწინებულია 100 ათასამდე ქულა ვისაც აქვს იმათთვისაც არის გარკვეული შეღავათები დაფინანსების დროს”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური სამხარო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ.