სამართალდამცავებს სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონი
გიორგი ჯახუა უფლებამისილების გადამეტებაში ადანაშაულებს. სასულიერო პირმა ბრიფინგი დღეს “გირჩი”-ს ქუთაისის ოფისში გამართა. გიორგი ჯახუას თქმით 17 იანვარს ღამის პირველ საათზე მასთან სახლში შეიარაღებული სამართალდამცველები შევიდნენ და ორდერის წარდგენის გარეშე ბინის გაჩხრეკა დაიწყეს.
“სამართალდამცავები ჩემთან სახლში რომ შემოვიდნენ, ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა ნებართვა. მითხრეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ნებართვა არ სჭირდებოდათ. დამაყენეს კანაფთან და დამიწყეს ფოტოების გადაღება. ჩემი სახლიდან კანაფთან ერთად, ანტიკვარი წაიღეს. მითხრეს, რომ საქმეს აღძრავენ და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ. მე მძიმე დაავადებები მჭირს და მარიხუანას მკურნალობის მიზნით მოვიხმარ,”- განაცხადა გიორგი ჯახუამ.
“გირჩი”-ს იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით გიორგი ჯოხუას ინტერესებს მათი ადვოკატი დაიცავს.