ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მცირეწლოვანი ამ დრომდე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას. შემთხვევა ქუთაისში ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადავარდა.