ქუთაისში NIMD-ის ოფისში
ჟურნალისტებისთვის ტრენინგი მოეწყო. ტრენინგის თემა ეკომიგრანტების მდგომარეობა იყო. ტრენინგი რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მედიის წარმომადგენლები ხონში, დედალაურის თემში მცხოვრებ ეკომიგრანტების პრობლემებს გაეცვნენ. მოსახლეობის ძირითადი პრობლემა არის ” ეკოემიგრანტებისთვის” სტატუსის მინიჭება. მათ 28 წლის წინ აჭარიდან მოუწიათ გადმოსახლება და ასევე ითხოვენ იმ საცხოვრებლის დაკანონებას სადაც ამჟამად ცხოვრობენ…
20 ნოემბრიდან ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებისთვის მედია კონკურსი გამოცხადდაა თემაზე “ეკომიგრანტები უფლებებისთვის”, რომლის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდება.