მემანიშვილების 6 შვილიანი ოჯახი ქუთაისში ქირით ცხოვრობს

, მათი ერთადერთი შემოსავალი დევნილთა შემწეობაა.მრავალშვილიან ოჯახს ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტებმა სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

კოლეჯის წარმომადგენლმა ერეკლე ლომინაძემ სხვადასხვა ორგანიზაციებს მოუწოდა ჩაერთონ მსგავსი ტიპის ღონისძებებში.

“ჩვენი კოლეჯის სტუდენტების დახმარებით მოვაწყვეთ ეს ღონისძიება, დავეხმარეთ მემანიშვილების მრავალშვილიანების ოჯახს, დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონიძიებები კვლავ გაიმართება და ქალაქში სხვადასხვა ორგანიძაციები გვერდით დაგვიდგება,”- განცხადა ერეკლე ლომიძაემ.

ექვსი შვილის მამა ვალერი მემანიშვილის თქმით აღნიშნული დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“წარმოშვებით თერჯოლის რაიონიდან სოფელ სიქთარვადან ვარ, ჩამოვედით ქუთაისში ქირით ვცხოვრობ, მე ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ჩვენი მდგომარეობის გულთან მიტანისთვის და დახმარებისთვის, რადგან ასეთი დახმარება პატარებისთვსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამჟამად არ მაქვს სამსახური, მიყვარს შრომა მაგრამ სამსახური არ არის და ვცხოვრობთ, ვუძლებთა ამ ცხოვრებას,”- ამბობს ვალერი მემანიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *