ქუთაისის ნაწილს, წყალტუბოს და ტყიბულის
სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ენერგოპროჯორჯიადან აცნობეს, 11 ნოემბერს გუმათის ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი
სატეტსტო სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით საერთო ჯამში დაახლოებით 38000 აბონენტს შეეზღუდება..
“გუმათჰესის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირების გამო ელექტროენერგია 11 ნოემბერს დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს, რომლებიც ძაბვას იღებენ მ/ძ ქვესადგურებიდან “ავტოქარხანა”, “სათაფლია”, “ქუთაისი-4”, “ქუთაისი-5”, “მოწამეთა”, “წყალწითელა”, “ფარცხანაყანები”, “ალიონი”, “კოპიტნარი წევა”, “გუმათჰესი”, “ორპირი”, “ხრესილი” და “ხრესილი წევა”.
შეზღუდვა შეეხება ქუთაისში: ავტომშენებლის, ხარებავას, ზ. ჭავჭავაძის, ბუკიას, ბელინსკის, მუსხელიშვილის, ტოლბუხინის, ორახელაშვილის, ცოტნე დადიანის, დეპოს, ტოლსტოის, მესხის, ხმელნიცკის, ჩხობაძის, ცახელის, ბელიაშვილის, გუნიას, ლუქსემბურგის, სააკაძის, ფურცელაძის, ქიაჩელის, წმ. ლუკას (აგარაკების დასახლება), ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის (ყოფილი ბუაჩიძის ქ.), რუსთაველის (ნაწილ.), ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას, ახალგაზრდობის გამზირს და მის შესახვევებს, სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის, ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმ. სამების, გელათის და მიმდებარე ქუჩებს და გუმათჰესის დასახლებას.
ტყიბულის რაიონის სოფლებს სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი, ბუეთი, ხრესილი, ლეღვა, ძუყნური, ახალდაბა, გელათი, მოწამეთა, კურსები, ნაბოსლევი, კოკა, ცუცხვათი, ორპირი, ციხია, მანდიკორი, შუყერი, ლაფეთი, ჯონია, გურნა, ოჯოლა, ჯვარისა, ლაშია, კითხიჯი, ლეყერეთი, ჯონია. წყალტუბოს რაიონის სოფლებს ფარცხანაყანები, ბანოჯა, მაღლაკი, გუმათი, რიონი, ზარათი, სორმონი, მეჩხერი, ნოღა. თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანს.
ჰესის სატესტო სამუშოების დროს მოსალოდნელია ძაბვის ცვალებადობა გამანაწილებელ ქსელში. სატესტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რჟიმში აღდგება”,- აღნიშნულია ენერგოპროჯორჯიასდ მიერ მოწოდებულ განცხადებაში.