პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ
ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე ხეების დაზიანება გაპროტესტა. წულაია აცხდებს, რომ ღვარსადენების გაყვანის გამო გზა გაფართოვდა, რამაც 140 ხის ფესვის დაზიანება გამოიწვია.
“ღვარსადენის გადაწევამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ასათიანის ქუჩაზე 140 ხე არის და ყველას ძირები ჩაუჭრეს, ჩვენ ყველა ქუთაისელმა ვიცით, რომ ქუთაისში ქარის გამო ფესვებიანი ხეები იქცევა და ეს ხეები, რომლებსაც ფესვები ჩაჭრილი აქვს, ყველა ვხვდებით რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ყველა ჩვენთაგანისთვის, ამიტომ მინდა გარემოს დაცვას მოვუწოდო, მოვიდნენ და შეამოწმონ ამ ხეების მდგომარეობა,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
ამ საკითხთან დაჯკავშირებით კომენტარი ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისების” გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ ჭავჭანიძემ გააკეთა. ჭავჭანიძე განმარტავს, რომ ასათიანის ქუჩაზე არც ერთი ხე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
“ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ხეები არ დაგვეზიანებინა, ვადასტურებ რომ გარკვეულ მონაკვეთზე მართლაც მოგვიწია ხეების ფესვების ჩაჭრა, რომელიც ხეებს არანაირ ზიანს არ მიაყენებს და არც ერთი ხე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის,”- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.