ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია
multicat=36 “Lions Club” – ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საერთაშორისო ორგანიზაცია “Lions Club”-ის, საერთაშორისო დირექტორმა იორნ ანდერსენმა მოაწერეს. მემორანდუმის ძირითადი მიზანი მოიცავს -ის საქმიანობას ოთხი მიმართულებით, ესენია: ქველმოქმედება, ჯანდაცვა, განათლება და ახალგაზრდული სფერო. კერძოდ კი “Lions Club International”-ის მიერ ამ სფეროების მომცველი აქტივობების განხორციელებისას ორმხრივი თანამშრომლობა იგეგმება საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივ მერიას შორის. მემორანდუმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ორგანიზაციას შესაძლებლობების ფარგლებში მატერიალურად და ადამიანური რესურსებით მხარი დაუჭიროს. დღევანდელ შეხვედრას ასევე “Lions Club Kutaisi”- ის ხელმძღვანელი ირაკლი მაჩიტაძე ესწრებოდა.