21 ოქტომბერს 11 საათზე ინფრასტრუქტურის მინისტრი
რეაბილიტირებულ ნიკეას ქუჩას გახსნის.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდმა ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. “გზის 2.2 კმ-იანი რეაბილიტირებულ მონაკვეთს, 21 ოქტომბერს 12 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებტან ერთად გახსნის. ქუთაისის ერთ-ერთი დიდი და დატვირთული ნიკეას ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო რის გამოც მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას, და განტვირთავს არსებულ საცობებს”, – ნათქვამია რადიო “ძველი ქალქისთვის” მოწოდებულ ინფომაციაში.