თბისლისსა და ქუთაისში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს მოტყუებით დაეუფლნენ. ამ მონაცემების გამოყენებით კი ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებული თანხა უკანონოდ მიითვისეს, ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხასაც ითვისებდნენ.
სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3 ათას 362 ლარი, ხოლო სესხის სახით გამოტანილია 40 770 ლარი.
ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს