სექტემბერში საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157.3 ლარს შეადგენს. აგვისტოში კი აღნიშნული მაჩვენებელი 156.0 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4 ლარითა და 60 თეთრით შემცირებულია. 2015 წლის სექტემბერში იგივე მონაცემი 161.9 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში გაზრდილია საშუალო მომხმარებლისა (139.3 ლარი) და საშუალო ოჯახის (263.9 ლარი) საარსებო მინიმუმები.
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად