ფილმის ჩვენება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ფიმლის რეჟისორის ლია ჯაყელის თქმით ფილმი სექსუალურ უმცირესობებზეა და 17 მაისის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ არის გადაღებული.
“ეს ფილმი დოკუმენტალისტის ლია ჯაყელის გადაღებულია და ფილმს ჰქვია ვაჩნაძის ქუჩა. ფილმი სექსუალურ უმცირესობებზეა და 17 მაისის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ არის გადაღებული და მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც შევახსენებთ და დავაფიქრებთ რომ ჩვენს საზოგადოებაში მყოფი უმცირესობები არ უნდა იყვნენ წნეხის და ძალადობის ქვეშ”- განაცხადა ქალთა ინიცატივების მხარდამჭერი ჯგუფის კორდინატორმა ქუთაისში მარიტა ტყეშელაშვილმა.