8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა
რაოდენობა 3 510 514-ს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა. წელს ამომრჩევლებს საკუტარი მონაცემების გადამოწმება ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც. “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც ცესკო საზოგადოებას პირველად შესთავაზებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცესის ტრანსლაცია იქნება. ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოცქსელების მეშვეობით დააკვირდეს ხმის დათვლის პროცედურას, გადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით”, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.
8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი – 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.